მარნეულის მერიამ კიროვკის მოსახლებას სოფლის კრების ჩატარებაზე უარი უთხრა

507

წინა სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკისათვის სახელის გადარქმევის პროცესში, სოფლის მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მათ მარნეულის მერიას წერილით მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტისგან სოფლის კრების ჩატარებას და მის საფუძველზე სოფლისათვის სახელის გადარქმევას ითხოვდნენ, მაგრამ მარნეულის მერიამ მათ უარი უთხრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

როგორც პლატფორმა “სალამის” წევრი აითაჯ ხალილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეებს აქვთ უფლება მოიწვიონ სოფლის კრება. პლატფორმა სალამის მიერ მიწერილ წერილზე პასუხად კი მერიამ სოფლის მოსახლეობას აღნიშნული უფლება, გაურკვეველი და შეუსაბამო მიზეზის გამო, შეუზღუდა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სოფლის მოსახლეობას უფლება აქვს მოიწვიოს დასახლების საერთო კრება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით კოდექსში გაწერილი ყველა მუხლის ნაწილს, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი უარი მოგვივიდა სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ფაქტიურად ზღუდავს ამ უფლებას და არ უნდა მოსახლეობის ჩართულობა პროცესში. ის თვალს ხუჭავს კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებაზე და პირიქით, ზღუდავს მოქალაქეების ჩართულობის ამ მექანიზმს”.

სოფელ კიროვკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 19 აპრილს საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გააკეთა. ბერიძის განცხადებით, სოფლის მოსახლეობამ შეთავაზებული ხუთი სახელიდან ორი შეარჩია. სოფელს “მწვანე გორა” ან “მეგობრობა” უნდა დარქმეოდა, კიროვკელების ნაწილისათვის კი ეს სახელები მიუღებელი იყო და ისინი სოფლისათვის ისტორიული სახელის “მამეას” დარქმევას მოითხოვენ.

“სალამის” წევრი აითაჯ ხალილი აცხადებს, რომ სოფლებისათვის სახელების გადარქმევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა, კანონის შესაბამისად, ჩართული უნდა იყოს, შესაბამისად მათ ჰქონდათ ვალდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის საერთო კრება ჩაეტარებია.

“მივიღეთ შემდეგი პასუხი, რომ გთხოვთ მოგვაწოდოთ მამეის ტოპონიმის შესახებ დამატებითი იმფორმაცია, მაგალითად ვინ იყო მამეი. ძალიან უაზრო არგუმენტაცია იყო და გვთხოვდნენ რომ მეცნიერულად დაგვემტკოცებია რომ მამეი ვიღაც ისტორიული პიროვნება იყო რომელსაც სამშობლოსთვის რაღაც გაუკეთებია. სამ პუნქტიანი, გაურკვეველი სიტყვების რახა-რუხისგან შემდგარი პასუხი მივიღეთ”.

პლატფორმა სალამის წევრის განმარტებით, მარნეულის მერიიდან მიღებული წერილი პირდაპირ უშლის ხელს მოსახლეობის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში და აცხადებს, რომ ამ გზით მერიამ კიროვკელებთან ერთად მარნეულის სხვა სოფლების მოსახლეობასაც გაუგზავნა მესიჯი, რომ მათ თვითმმართველობა არ მოუსმენს.

“მერიის ესეთი დამოკიდებულება პირდაპირ უშლის ხელს მოსახლეობის ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობას. ხშირად ვამბობთ, რომ მოსახლეობა არ მიმართავს მერიას და აქვს ნიჰილიზმის განცდა. ჩემი აზრით, მერიის მხრიდან ასეთი ნაბიჯრბის გროვამ განაპირობა დღეს მოსახლეობაში არსებული ძლიერი ნიჰილოზმი. ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებც გამოფიან და ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ ჩვენს მერიასთან, რომლებიც ვალდებულნი არიან რომ მოგვისმინონ, მაგრამ მეორე მხარე, ამ შემთხვევაში მერია რომელიც წესით თავად უნდა იყოს დაინტერესებული ამ პროცესით, პირიქით ამ პროცესს აფერხებენ და უაზრო და უსაფუძვლო პასუხს სცემენ მათ. ამ ნაბიჯით მარნეულის მერია არა მარტო მამეის მოსახლეობას, არამედ სხვა სოფლების მოსახლეობასაც აძლევს ნიშანს, რომ მათ არ მოუსმენენ, რამაც საბოლოლ ჯამში არასასურველ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს”.

აითაჯ ხალილის განმარტებით, პლატფორმა “სალამი” დღეს, 18 ივლისს, მარნეულის მერიას კიდევ ერთხელ მიმართავს წერილით. აღნიშნული წერილის პასუხზე იქნება დამოკიდებული პლატფორმის სამომავლო გეგმებიც. აცხადებს, რომ მერიიდან კვლავ უარის მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს, რათა მოსახლეობის მოთხოვნა შესრულდეს.