აბაშაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში 510 000 ლარი დაიხარჯება

662

აბაშის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა ნაესაკოვოს, ტყვირის, პ/მაისისა და მარნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილისა და გარე განათების მოწყობისთვის დაიხარჯება 28 000 ლარი, ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულისთვისაც, გარე განათებისთვის გამოყოფილია 28 000 ლარი. პ/მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხები ამოიწმინდება და გარე განათება მოეწყობა, რისთვისაც დაიხარჯება 54 000 ლარი, 36 000 ლარი კი მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების მოწყობისათვის.

აბაშის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 510 000 ლარია გამოყოფილი.