საგარეჯოს 5 სოფელში სასმელი წყალი ფეკალური მასებით დაბინძურებულია – საგანგაშო კვლევა

993

საგარეჯოს 5 სოფელში: პატარძეულში, თოხლიაურში, გიორგიწმინდაში, ლამბალოსა და ნინოწმინდაში, სასმელი წყალი ფეკალური მასებით დაბინურებული აღმოჩნდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სპეციალისტების განცხადებით, მისი მიღება ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ პრობლემის გადაჭრაში ადამიანის უფლებათა ცენტრია ჩართულია. კვლევის შედეგებზე გამოცემასთან ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე საუბრობს.

ტლაშაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის ზედამხედველობით, ნინოწმინდის სოფლის უფროსკლასელებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისს მიმართეს, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი ჩატარებულიყო.

როგორც ნინო ტლაშაძე აცხადებს, წყლის ანალიზი 5 სოფელში ჩატარდა და შედეგი საგანგაშო აღმოჩნდა. სასმელი წყალი შეიცავს ფეკალიებს და ეკოლის ბაქტერიებს და მისი სასმელად მიღება, ან საჭმელში გამოყენება არ შეიძლება.