ტყიბულში დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები ერთ კომპლექსად გაკეთდება

562

ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს.

აღნიშნული თანხით სკვერი ქვის ფილებით უნდა მოპირკეთდეს, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შადრევანს, იგეგმება ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ ერთ კომპლექსში მოექცევა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.