ხულოელების ნაწილი მუნიციპალიტეტისთვის სახელის შეცვლას პეტიციით ითხოვს

837

ხულოს მუნიციპალიტეტისთვის სახელის შეცვლას მოითხოვს ათასზე მეტი ადგილობრივი. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

საკუთარი ხელმოწერებით საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია საკრებულოში უკვე შეიტანა. მოთხოვნის მიხედვით მუნიციპალიტეტს ხულოს ნაცვლად ისტორიული სახელი „დიდ-აჭარა“ უნდა დაუბრუნდეს. სახელის შეცვლა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ცენტრის სახელდების ცვლილებას. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა გამოიტანოს.