შუა ხორგა-ყულევის გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

398

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა.

დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიია.