გურჯაანის საკრებულოში ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის დეტალური განხილვა მოეწყო

940

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა მოეწყო. ამის შესახებ სპექტრი წერს.

პროექტის არქიტექტორმა გია აბულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტის მაკეტები წარუდგინა და კიდევ ერთხელ დეტალებზე ისაუბრა. შეხვედრას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის მოადგილე მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისათვის, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი 55-მდე სახლის, ცენტრალურო სკვერის, რამდენიმე ქუჩის და თეატრის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.