ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მანათობელი სტენდი “მე მიყვარს ზუგდიდი” წუხელ ისევ დააზიანეს. პლასტმასის კონსტრუქციის ნაწილი დამტვრეულია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სტენდი მანამდეც სულ ცოტა 4-ჯერ დაზიანდა მოქალაქეების მიერ და ყოველ ჯერზე მერიამ შეაკეთა.
ამჯერად ფაქტის შესახებ მერიაში „ლაივპრესიდან“ შეიტყვეს. აცხადებენ, რომ ყოველ ჯერზე სწრაფი რეაგირება მოხდა და აღადგინეს. განმარტავენ, რომ დაზიანების აღმოფხვრაზე დღესვე დაიწყება მუშაობა.
“მე მიყვარს ზუგდიდი” 2019 წლის აგვისტოში დადგეს.