ჩხოროწყუს მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნებისა და გეოლოგიური კვლევების გარეშე ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 2016 წელს გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაზე 2 ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საპროექტო-საძიებო სამუშაოები (ტოპოგრაფია, გეოლოგია).
“ხელშეკრულების თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს (საკუთარი ხარჯებით) უნდა წარმოედგინა საპროექტო- ახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.
ორივე ტენდერში შპს „ჰიდროგეოდეზიურმა ცენტრმა“ გაიმარჯვა და მუნიციპალიტეტს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიაწოდა. მიმწოდებელმა შეადგინა 13 პროექტი, რომლის შესრულებაშიც გადახდილია 18.7 ათასი ლარი”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ისე ჩაიბარა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომ მიმწოდებელს არ წარმოუდგენია სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით მოთხოვნილი ექსპერტიზის დასკვნები და გეოლოგიური კვლევები, სადაც, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნებოდა გზებზე ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული შესაძლო დაზიანებები და ხელს შეუწყობდა მის პრევენციას.
აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლითაც განხორციელდა შემდეგი პროექტები:
სოფელ სარაქონში გზის მოწყობის სამუშაოები
2017 წლის 9 ოქტომბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოსგან“ ჩაიბარა სოფელ სარაქონში გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 440.1 ათასი ლარი. სამუშაოების საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი. 2019 წლის 22 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი და აღმოჩნდა, რომ გზა 3 მონაკვეთზე მნიშვნელოვნად დაზიანებულია
“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გზა მიღება-ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა, რაც გამოიწვია მეწყრულმა პროცესებმა. ობიექტის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, იყოს არა მხოლოდ გრუნტის დაზიანება, არამედ მიმწოდებლის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოც”, – წერი ააუდიტის ანგარიშში.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გზის დაზიანებიდან გასულია რამდენიმე წელი, აუდიტის ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიება არ გაუტარებია.
“კერძოდ, არ შეუსწავლია საკითხი რამ გამოიწვია შესრულებული სამუშაოების დაზიანება: საპროექტო დავალების არასწორად განსაზღვრამ, არასწორად შედგენილმა პროექტმა თუ მიმწოდებლების მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს არც მიმწოდებლისთვის მიუმართავას საგარანტიო ვადაში დაზიანებული ადგილების გამოსასწორებლად და არც პროექტის ავტორის მიმართ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები”, – ვითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, დაზიანებული გზით სარგებლობს მოსახლეობა და საფრთხეს უქმნის გადაადგილებას.
სოფელ ჭოღაში გზის მოწყობის სამუშაოები
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1 ნოემბერს მუნიციპალიტეტმა შპს „არქეოპოლისისაგან“ ჩაიბარა სოფელ ჭოღაში გზის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 656.8 ათასი ლარი. სამუშაოებისმერიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ დაზიანებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ნაწილი.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზები და მიმწოდებლისათვის არ მიუმართვას დაზიანებული ადგილების გამოსასწორებლად, აგრეთვე არც პროექტის ავტორის მიმართ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები.
სოფელ ზუმში მოწყობილი გზა 2019 წლის 22 მარტს მუნიციპალიტეტმა შპს „ინდიკოსგან“ შეიძინა სოფელ ზუმში მიქავას მიმართულებით გზის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 473.6 ათასი ლარი.
2019 წლის 22 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ 4 ხიდ- ბოგირზე არ იყო მოწყობილი სათავისების ფრთები (წყლის მიმღები).
“აღნიშნული სამუშაოები პროექტის (ნახაზის) მიხედვით განსაზღვრული იყო, ხოლო ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც გამოცხადდა ტენდერი, მას არ ითვალისწინებდა. სამუშაოების მიმდინარეობისას მიმწოდებელმა მიმართა მუნიციპალიტეტს და გზის გადამკვეთი ოთხკუთხა ბეტონის მილის ნაცვლად მოითხოვა 2 ლითონის მილის ჩადება, თან წარმოადგინა კორექტირებული ნახაზები და ხარჯთაღრიცხვა”, – წერი ანგარიშში.
თუმცა, ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ნაცვლად იმისა, რომ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში გაეთვალისწინებინა სათავისებზე ფრთების მოწყობა, ნახაზები და ხარჯთღრიცხვა მათ გარეშე წარმოადგინა. სამუშაოებში შეტანილ ცვლილებებს დაეთანხმა მუნიციპალიტეტი და პროექტის ავტორი. არასწორად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და მიმწოდებლის მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად კი, ხიდ-ბოგირებზე არ მოეწყო სათავისების ფრთები, რის გარეშეც გზა, შესაძლოა, დაზიანებულიყო.
“აღნიშნულის პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა 2019 წლის ნოემბერში დამატებით შეესყიდა ხიდ-ბოგირებზე სათავისების ფრთების მოწყობის სამუშაოები, რაშიც გადაიხადა 9.6 ათასი ლარი”, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნებისა და გეოლოგიური კვლევების გარეშე. ამასთან, პასუხისმგებელმა პირებმა პროექტის ჩაბარების პროცესში ვერ გამოავლინეს მასში არსებული ხარვეზები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოაცხადა და შეისყიდა გზების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანდა.
“აუდიტის ობიექტს არ საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი. 2019 წლის 22 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა შეუსწავლია საკითხი, რა მიზეზებით იყო გამოწვეული არსებული დაზიანებები. შესაბამისად, არ გაუტარებია სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები პროექტების ავტორისა და მიმწოდებლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გზების დაზიანებიდან
გასულია რამდენიმე წელი, დაზიანებული გზა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის გადაადგილებას. მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია”, 0 წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის სამსახური მიმათავს ჩხოროწყუს მერიას რეკომენდაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას დაგეგმოს კონტროლის ისეთ მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქტის მიღებას. ამასთანავე, რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით.
“აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მერიამ შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები”, – ნათქვამია უდიტის რეკომენდაციაში.