აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.
იგი სახელმწიფო აუდიტის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აჭარაში თორნიკე რიჟვაძეს კორპუმპირებული გუნდი ჰყავს. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დანაშაული სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში გამოიკვეთა და საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
“პარლამენტში აუდიტის სამსახურმა ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აუდიტის 19 დასკვნა საქართველოს პროკურატურაშია გადაგზავნილი, დასკვნაში პირდაპირ აღწერილია სისხლის სამართლის დანაშაულები. 19 დასკვნიდან 5 აჭარას ეხება – ეს იმას ნიშნავს, რომ თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია, მას აჭარაში ყველაზე კორუმპირებული გუნდი ჰყავს. სისხლის სამართლის საქმე მათ შორი,ს ბათუმის მერ, არჩილ ჩიქოვანზე უნდა იყოს დაწყებული, ასევე, ხელვაჩაურის ყოფილ მერ ჯუმბერ ვარდმანიძეზე. ამასთან, დანაშაული აქვს ჩადენილი ქობულეთის ყოფილ და მოქმედ მერებსაც. ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების ფული მოიპარეს მაღალჩინოსნებმა, ესეც დასკვანშია ასახული და პროკურატურაშია საქმე. პროკურატურას მოვიწოდებთ, რომ პასუხი გაგვცეს.
დასკვნაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებების უმრავლესობაა მოხვედრილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ჯაბა ფუკარაძეზე სისხლის სამართლის დევნა უნდა იყოს დაწყებული, როგორც აუდიტის სამსახურის უფროსმა თქვა, ეს პროცესები დაწყებულია, მაგრამ რეალურად ვერ ვხედავთ. საქმეები შემოდებულია თაროზე და დრო ხელოვნურად გაჭიანურებულია. პროკურატურას მოვუწოდებთ, სისხლის სამართლის დამნაშავე, ხალხის ფულის მჭამელი, ბატონი რიჟვაძე და მისი გუნდის მიმართ ღია გამოძიება დაიწყოს, ყველამ გაიგოს ვინ რამდენი, სად შეჭამა. ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულია. ახლა რიგია პროკურატურის, თანამდებობა უნდა დატოვოს რიჟვაძემ თავის გუნდთან ერთად. თამადებობების დატოვების ნაცვლად, ქობულეთის ყოფილი მერი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დააწინაურს, ჯუმბერ ვარდმანიძე- განათლების მინისტრის მრჩეველია, ხოლო აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ არჩილ ჩიქოვანი კორუმპირებული მერია და ბათუმის მერიაში კორუფციის ძალიან მაღალი რისკებია. მოვიწოდებთ პროკურატურას იმოქმედოს”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.