სოფელ სადახლოს მოსახლეობა ქალაქ მარნეულის მიმართულებით მუნიციპალირი ავტობუსით გადაადგილდებოდა. ავრობუსმა სოფელში სიარული უკვე სამ წელზე მეტია შეწყვიტა. ამჟამად მარნეულიდან სოფელში წასასვლელად მოსახლეობა 13:00 საათამდე მომუშავე ავტობუსებით სარგებლობს. დღის მეორე ნახევარში კი სოფელში ტაქსით უწევთ დაბრუნება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულიდან სადახლომდე მანძილი 30 კილომეტრია. სოფელში 7 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ქალაქში ყოველდღიურად ბერვრი მათგანი გადაადგილდება.
მარშრუტკებით და ტაქსებით ყველაზე მეტად თბილისში და მარნეულში წასული სდუტენდები სარგებლობენ.
აითაჯ აღაჯანოვა 23 წლისაა, ის უკვე 5 წელია სტუდენტია. აცხადებს, რომ სოფელში დასაბრუნებლად ყველაზე მედად სტუდენდები წვალობენ.
„როცა გაკვეთილებს ვრჩებით საღამოს სოფელში წასვლა რთულია. საათობით გვიწევს ტაქსის ან მარშრუტკის ლოდინი. საღამოს საათებში კი სოფელში წასასვლელად ტაქსს ვუხდით დამატებით თანხას,“– ამბობს აითაჯ აღაჯანოვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტის, სოფელ სადახლოს მაცხოვრებელი მადინა აზიზბექოვას თქმით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სტუდენტებს ტრანსპორტით არ უზრუნველყოფს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ავტობუსებით აქტიურად ისარგებლებენ, ამ ხაზზე სხვა მანქანებსაც დაამატებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტობუსით სარგებლობა მცირე იქნება, მაშინ ამ მიმართულებაზე ავტობუსის მოძრაობა შეჩერდება.
„ჩვენი მიზანია ახალი ავტობუსები შევიძინოთ და ადამიანებმა ახალი, კომფორტული ავტობუსებით იარონ. ამიტომ, ძველი ავტობუსების ყიდვაზე არ ვფიქრობთ. ძველების უმეტესებობა გაფუჭებულია, ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, თუ კარგ მდგომარეობაში არსებული ავტობუსი იქნება სოფლებში გავუშვებთ. რა თქმა უნდა, ახალ, თეთრ, ავტობუსებთან ერთად ყვითელი ავტობუსებიც ივლის და ყოველ წელს ახლებს შევიძენთ. ჩვენ შევეცდებით, რომ 2020 და 2021 წლებში მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემა მოვუგვაროთ“, – ამბობს ზაურ დარგალი.
მარენულის მერმა ისიც აღნიშნა, რომ იმ დღეებში, როდესაც მარნეულიდან სადახლოსაკენ მიმავალი სტუდენტების რაოდენობა ბევრი იქნება, მერია სხვა ავტობუსებსაც გამოგზავნის, რათა მათი საჭიროება დაკმაყოფილდეს.