ნინოწმინიდის მერიაში 2019 წელს 82 760 ლარის ჯილდო გაიცა

663

ნინოწმინდის მუნიცპალიტეტის მერიაში 2019 წელს ფულადი ჯილდო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 110–მა თანამშრომელმა მიიღო.

2019 წელს მერიაში ჯილდო მხოლოდ 12 დეკემბერს გასცეს, ჯამში 82 760 ლარის ოდენობით.

გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ“ გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა რაოდენობის ჯილდო გაიცა, თუმცა მერიისგან პასუხი ვერ მიიღო.