ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ფულადი ჯილდო თანამშრომლებმა ორ ეტაპად, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წელს აგვისტოში ფულადი ჯილდო 121 თანამშრომელმა მიიღო, რომელიც ჯამში 74 375 ლარს შეადგენს.
ასევე დეკემბერში, იგივე რაოდენობის თანამშრომელზე, ჯილდოს სახით გაიცა 62 955 ლარი.
2019 წელს ყველაზე მაღალი ჯილდო მერის სამმა მოადგილემ ჯამში 7 980 ლარი მიიღო. აქედან მერის პირველმა მოადგილემ 3 060 ლარი, ხოლო ორმა მოადგილემ ერთად 4 920 ლარი.
2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ჯამში 150 570 ლარის ჯილდო გაიცა.