ბორჯომის მერიასა და საკრებულოში ფულადი ჯილდო მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში 108 თანამშრომელზე, 136 137 ლარის ოდენობით გაიცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჯილდო და დანამატი არ მიუღიათ.
კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა ოდენობის ჯილდო გაიცა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
„ჯილდო გაცემულია საჯარო მოხელეთა შეფასების საფუძველზე“, – აღნიშნულია მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.