ფოთში მოვაჭრეებმა, რომლებიც თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ, საავტომობილო გზა გადაკეტეს

758

სტატიის გაგრძელება

ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. მათ გადაკეტილი აქვთ მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზს სხვა ადგილზე ჰყიდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.

მოვაჭრეები ასევე ამბობენ იმასაც, რომ მერიამ მცირე ზომის ალტერნატიული ფართი შესთავაზა, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდებიან.

„მერიიდან მოვიდა გადადგენილება თევზის ბაზრის დახურვის მოთხოვნით. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება გაეხნა, მან გაგვიკეთა, მოგვიწყო და ვიყავით გადასარევად. მაცივრების და ყინვების გარეშე ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობბები გვაქვს, წყალი, შუქი, მაგრამ რადგინდა, მოვიდა დადგენილება მერიიდან, რომ ბაზრის დირექტრმა დაანგრის და დაიწყეს დანგრევა. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი მაგრამ, 36 კვადრატში ფიზიკურად 7 ქალი, თავისი მაცივრებით, თავისი აუზებით არ დაეტევა, ამას დაუნიც მიხვდება. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას, გვაქვს ბანკის ყოველდღიური გადასახადი,“- აცხადებს თევზის რეალიზატორმა ლალი ქორჩილავა.