ფოთის მერი: ჩვენი პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა

399

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და უბნის მაჟორიტარებთან ერთად შეხვდა.

ფოთის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც მათ უბნებში იგეგმება.

„სკვერის მოწყობა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი; კოსტავას ქ. N 4-6-8 -ეზოს კეთილმოწყობა; 9 აპრილის ხეივანი 33 -ეზოს კეთილმოწყობა; ჭავჭავაძის N 144 -ეზოს კეთილმოწყობა.

მერმა ადგილზე მოისმინა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური მოთხოვნები” – აცხადებენ მერიაში.

ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. ფოთის მერიის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად გაგრძელდება.