18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში ჯერ არ დასრულებულა. დაბაში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი მუშები სამუშაოებს კვლავ ასრულებენ. ინფორმაციას და ფოტოებს სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დაბაში არსებული სარეაბილიტაციო სახლების ძველი ფოტოები 2018 წლის აპრილშია გადაღებული, ახალი კი, 2020 წლის იანვარში.
რამდენიმე დღის წინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ აბასთუმანში ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მხოლოდ ერთ სახლში მიმდიანრეობს რეაბილიტაცია, თუმცა ადგილზე ასულ გადამღებ ჯგუფს, სხვა ვითარება დახვდა. სამუშოები არა ერთ, არამედ რამდენიმე სახლში ისევ მიმდინარეობს.
სახლების ნაწილში ადგილობრივები უკვე დეკემბრიდან ცხოვრობენ, დანარჩენები ჯერ არ დაბრუნებულან.