რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებულ ვეფხია სამსონიძეს და ახალციხის ციხის დირექტორს, სააპელაციო სასამართლომ მორიგება შესთავაზა. ააიპ–ის ხელმძღვანელი შეთანხმებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სასამართლო პროცესი თბილისში გუშინ, 23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო თუმცა გადაიდო.
გადაიდო რადგან პროცესზე ახალციხის ციხის დირექტორი არ იმყოფებოდა, მარტო იურისტი ვერ გადაწყვეტდა. მორიგებას თუ დავთანხმდებით მხოლოდ თანხის ნაწილში, შეიძლება უარი ვთქვათ განაცდური საათების ანაღაურებაზე. ძირითადი მოთხოვნა უვადო სამსახურია“, – ამბობს სამსონიძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.
ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, ამბობს, რომ მორიგებაზე თანახმა არაა, რადგან თავის დროზე სამსონიძე მის შეთავაზებას სეზონურ სამუშაოსთან დაკავშირებით არ დათანხმდა.
გათბობა–გაგრილების სისტემის სპეციალისტი, ვეფხვია სამსონიძე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამსონიძეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. მხარეებს შორის დავა სააპელაციოში გაგრძელდა.
2019 წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებელი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.
მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.