მარნეულის მერია წელს 5 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს

624

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია 17 იანვარს ზაურ დარგალმა სოციალური პროგრამების წარდგენინსას განაცხადა, როდესაც მოქალაქემ ჰკითხა თუ როგორ აპირებენ მუნიციპალიტეტში არსებულ სატრანპორტო პრობლემის მოგვარებას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ზაურ დარგალი აღიარებს, რომ ხუთი ავტობუსის შეძენა პრობლემის მოგვარებას არ დაეხმარება, თუმცა, არსებულ სიტუაცუას შეამსუბუქებს.

„თავისთავდ, ხუთი ავტობუსი საკმარისი არ არის, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. ხუთი ავტობუსი პრობლემას მოაგვარებს ქალაქში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ სოფლების მიმართულებითაც გარკვეულ მონაკვეთებშიც არსებული პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებიდანაც ველოდებით მხარდაჭერას, თუმცა გვინდა რომ ყოველწლიურად 5 ავტობუსი შევიძინოთ, რომ ერთ-ორ წელიწადში მარნეულის მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა მოგვარდეს“, – თქვა ზაურ დარგალმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულსა და მიმდინარე სოფლებს ორი მუნიციპალური კომპანია შპს „ექსპრესტურისტი“ და შპს „ავტოპარკი“ ემსახურება. ტრანსპორტის უმრავლესობა კი მოძველებულია.