დაბა სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რეაბილიტაციისთვის ოთხ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „იკორთა 2007″ აწარმოებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულება 2021 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
ქართველ მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან დღეს 172 წელი შესრულდა.
ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ელისო“, „მამის მკვლელი“, „განკიცხული“,„ხევისბერი გოჩა“ და „მოძღვარი“.
ალექსანდრე ყაზბეგი მძიმედ ავადმყოფობის შედეგად, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.