აუდიტი: ლაგოდეხის თვითმმართველობამ საქართელოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები დაარღვია

680

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაგოდეხის თვითმმართველობამ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები დაარღვია, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“2017-2018 წლებში ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმები, ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით არ გაუგზავნია.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებები და მომუშავეთა რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროებიდან გამომდინარე დგინდებოდა. შედეგად, დარღვეულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას, საფინანსო სამსახურმა საბიუჯეტო ორგანიზაციებს საბიუჯეტო განაცხადები ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით უნდა დაუგზავნოს.