ლაგოდეხში მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა

328

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, საძოვრები, რომელშიც ისინი იჯარის გადასახადს იხდიდნენ, მუნიციპალიტეტმა აუქციონის წესით გაყიდა და ახლა საქონელს ვერ აძოვებენ.

აქციაზე შეკრებილები საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მზად არიან იჯარის გადასახადი კვლავ გადაიხადონ, რადგან მესაქონლეობა მათი ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა.

როგორც მერის წარმომადგენელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საძოვარი აუქციონით გაიყიდა, სოფელს საძოვრის იმხელა ტერიტორია დაუტოვეს, რაც მოსახლეობისთვის საკმარისია.