სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

702

შემდეგი სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა. 

ინფრატსრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში – 1042 პროექტი, კახეთში – 366 პროექტი, მცხეთამთიანეთში −536 პროექტი, რაჭალეჩხუმქვემო სვანეთში − 275 პროექტი, სამეგრელოზემო სვანეთში – 1061 პროექტი, სამცხეჯავახეთში – 309 პროექტი, ქვემო ქართლში – 399 პროექტი და შიდა ქართლში – 447 პროექტი.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრაგაწმენდა.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელსაღადგინა და შარშან მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდა.