ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა ერთი თვით გადაიკეტება

854

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

საუბარია  ხახუტაიშვილი – გენერალ ასლან აბაშიძის მონაკვეთზე.

ტერიტორიაზე სამუშაოები „კა-ეფ-დაბლიუს“  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც საკანალიზაციო ქსელის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამარშუტო ტაქსები ალტერნატიული გზით იმოძრავებენ.

ამ ეტაპზე ქალაქში  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის IV კვარტალში დასრულდება. ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს.