ადიგენის მერიამ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა, შესყიდვების და იურიდიულ სამსახურებში თითო პოზიცია დაემატა. თანამდებობრივი სარგო 700 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე, კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ. საკონკურსო კომისიამ იურიდიულ საკითხებში, საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის ორი უფროსი სპეციალისტი უნდა შეარჩიოს.
ორივე პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 –700 ლარია.
ადიგენის მერიის ახალ საშტატო ნუსხაში სულ 83 პოზიციაა.