ცაგერის სოფელ ლაჯანაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

540

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ოფიციალურად გახსნა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომფორტული პირობებით, რომელიც სოფელ ლაჯანასა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.

დღეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. გახსნის ღონისძიებაში აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მონაწილეობდნენ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 389 814 ლარს შეადგენს.