აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2020წელსაც გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ექთნებისათვის კი 150 ლარის ოდენობით.
ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის კი ხელფასზე დანამატი – 150 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით. ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.