აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს

570

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყება სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა. 2021 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება.