ტიკარაძე: ოჯახის ექიმების გადამზადება 4-ჯერ, ხოლო სოფლის ექიმების გადამზადება 2-ჯერ განხორციელდა

370

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გუშინ მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე მედპერსონალზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ექიმების გადამზადებას მუდმივად ახორციელებს.

„ჩვენი ამოცანაა, მედპერსონალი იყოს მუდმივად ინფორმირებული განახლებადი მიდგომების შესახებ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ახორციელებს ექიმების გადამზადებას. ამ დრომდე, ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება განხორციელდა 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფლის ექიმების სრული გადამზადება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.