კორონავირუსის გამო, აჭარაში 6 ბაღი და 16 ჯგუფია დახურული

322

აჭარაში, 22 ოქტომბრის მონაცემებით, 6 ბაღი და 16 ჯგუფია დახურული. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევები გახდა.

შეგახსენებთ, აჭარაში ბოლო 24 საათში ვირუსის 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.