აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ადგილი გაფართოვდა

455

აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ადგილი გაფართოვდა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, არსებულ ათ ადგილს, ორი – ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ.

აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

„მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ: N1 პოლიკლინიკა ; N4 პოლიკლინიკა; საოჯახო მედიცინის ცენტრი; თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი; ევექსის ბათუმის ამბულატორია.

ასევე დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი არის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- აცხადებენ უწყებაში.