ხარვეზები სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულათა მინიჭების სისტემაში. რეგიონში ფინანსურ შემწეობას 12 ათას 264 ოჯახი იღებს. ამ ციფრს მიღმა კი ბევრი ისეთი მოქალაქეა დარჩენილი, რომლისთვისაც დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ძალიან ხშირად, ადამიანების ქონება და სარეიტინგო ქულები პროგრამულად, ხარვეზებით ითვლება, ისინი უთანასწორო გარემოში აღმოჩნდებიან. თეო ფუტკარაძე არკვევდა, რა პრობლემებია ქულათა მინიჭების ფორმულირებაში. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
78 წლის გული ფაღავას, სოციალურმა სააგენტომ, მაღალი სარეიტინგო ქულა დაუწერა. სწორედ ამიტომ იგი სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა. მარტოხელა მოხუცს დახმარებაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ საცხოვრებელი სადაც ქირითაა არც ისე ცუდ მდგ0ომარეობაშია. არადა მოხუცს, არანაიირ შემოსავალი არ გააჩნია. ასაკობრივი პენსიაც, კრედიტის სახით, წინასწარ აქვს გამოტანილი.
გული ფაღავას მსგავსად უამრავი მოქალაქე სწორედ, შეფასების არსებული სისტემის გამო, ვერ იღებს შემწეობას, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხშირად, ქირით მცხოვრებ ოჯახებს, ადგილმონაცვლეობის გამო სოციალური სტატუსი უჩერდებათ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ 13 წლის წინ დადგენილი კანონი და სისტემა განახლებას საჭიროებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ შეფასების სისტემა მაქსიუმალურად უნდა იყოს მორგებული ოჯახების საჭიროებებზე. ლევან ანთაძე რეორგანიზაციისა და მოდერნიზების საჭიროებაზე საურობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში, ფლობენ ინფორმაციას, რომ ოჯახები არსებული კანონმდებლობისა და სისტემის გამო, ხშირად, უთანასწორო გარემოში რჩებიან. თუმცა, თავს იმით იმართლებენ, რომ შეფასებას თავად არ ახდენენ და სარეიტინგო ქულებს, კითხვარის შესაბამისად, სპეციალური პროგრამა ითვლის. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მთავრი სპეციალისტი ადასტურებს, რომ შეფასების ნაწილში ხარვეზები მრავლადაა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქულების შეფასებისა და სოციალური სტატუსის მინიჭების კუთხით, პრობლემას ვერ ხედავს. ილია ვერძაძე გვარწმუნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტო ყველა გამოწვევას პასუხობს. დეპუტატი ვერ გვიკონკრეტებს, სოციალური შემწეობის მქონე ოჯახებისთვის რა სახის სიახლეები და ინიციტივები იგეგმება.
მხოლოდ, აჭარაში, სოციალურ შემწეობას 12 ათას 264 ოჯახი იღებს, რაც 54 ათას 797 ადამიანს გულისხმობს. როგორც სოციალური სააგენტოში გვითხრეს, შემწეობის მქონე ოჯახების რიცხვი ყოველწლიურად 10 ათასი ოჯახით იზრდება.