წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა სამი წლის წინ დაიწყო, ამ დრომდე არ გახსნილა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ტურისტული ობიექტი კეთილმოწყობილია, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტო დღემდე ეძებს ინვესტორს, რომელიც საწურბლიას გამაჯანსაღებელი მიმართულებით მართავს.
“ველოდებით საინვესტიციო ჯგუფის გამოჩენას, რომლის შემდეგაც საწურბლია ხელმიწავდომი იქნება ვიზიტორებისთვის”, – ამბობსს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნიკო თევდორაშვილი.
სააგენტოში განარტავენ, რომ მღვიმე იჯარის წესით აუციონზე უნდა გაიყიდოს.
საწურბლიას მღვიმე პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე არის კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.
შუა საუკუნეებში მღვიმე თავშესაფრად გამოიყენებოდა. 2007 წელს მას ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.