გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს დაფინანსებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულად შეეძლებათ

345

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ.

გორის მერიის ცნობით, ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გორში, საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ელექტრონული პლატფორმის ამუშავება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობა ბევრად გაამარტივებს სტუდენტების რეგისტრაციის პროცესს და თავიდან აგვაცილებს მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ გაუგებრობებს“, – აღნიშნა გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 5 დეკემბრის 18:00 საათამდე პორტალ http://socreg.mes.gov.ge-ზე შეეძლებათ.