ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში სკვერი დააზიანეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზედაეწერში ზუგდიდის მერის წარმომადგენლის ირაკლი თორდიას თქმით, სკვერი დილით გადათხრილი დახვდა.
“სკვერი 3 თვის წინ გაკეთდა ბავშვებისთვის. ამ დილით კი გადათხრილი და დაბინძურებული დამხვდა. სკამებიც გაჩხაპნილია. სოფელი პატარაა და ჩემამდე მოვიდა ამბავი, რომ თითქოს პარკს შეგნებულად აზიანებენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული არ მოსწონს. დაზიანება არ იყო ისეთი სახის, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის მიგვემართა, თუმცა სამწუხაროა ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან ასეთი საქციელი“, – განაცხადა ირაკლი თორდიამ.
მისივე თქმით, სკვერი სოფელში დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და ზუგდიდის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.