ღირსიაშვილი: ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაიმე გართულებას არ ველოდებით

608

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

აღმოჩენილია ხანძრის ყველა აქტიური კერა და ჩვენი მეხანძრეების მიერ ხდება თითოეული მათგანის დამუშავება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ცეცხლის კერები იმ ხანძრის გაგრძელებაა, რომელიც ატენის ხეობაშია.

„ამ დროისთვის აღმოჩენილია ხანძრის ყველა აქტიური კერა და ჩვენი მეხანძრეების მიერ ხდება თითოეული მათგანის დამუშავება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200 მეხანძრეა ჩართული. გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სპეცტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ერთი ატენის ხეობის მიმართულებით, მეორე კი კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობისკენ. რაც შეეხება რკონის ხეობის მიმდებარედ არსებულ ხანძარს, აღნიშნული იმ კერის გაგრძელებაა, რომელიც ატენის ხეობაშია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაიმე გართულებას არ ველოდებით”, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.