კასპის მერია საცურაო აუზის აშენებისთვის 7 000 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

417

კასპის მერია საცურაო აუზის აშენებას გეგმავს.

აუზის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში, აუზის აშენებისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 000 ლარის დახარჯვას აპირებს.