კასპის მერია 9 ავტომობილის შესაკეთებლად მილიონზე მეტს დახარჯავს

332

კასპის მუნიციპალიტეტის მერია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საკუთრებაში არსებული 9 ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს, რისთვისაც 1 322,588 ლარის დახარჯვას აპირებს.

კასპის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამონათვალი ასეთია:

  • მერსედესი C კლასი – გამოშვების წელი 1997;
  • ტოიოტა ჰაილუქსი –  გამოშვების წელი 2012;
  • “ლექსუს ერ იქს 300” – გამოშვების წელი 2002;
  • ჰიუნდაი სანტაფე;
  • “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო” –  გამოშვების წელი 2008;
  • “ტოიოტა ქამრი” გამოშვების წელი – 2007;
  • SKODA OCTAVIA –  გამოშვების წელი 2013;
  • SKODA OCTAVIA  – გამოშვების წელი 2014;
  • SKODA FABIA –  გამოშვების წელი 2013;

სატენდერო წინადადებების მიღება 2022 წლის 19 დეკემბერს მთავრდება.