ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ოთხი მუხლის გეგმის შემცირებით მორჩენილი 65 500 ლარი გარე განათების მოწყობას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერის 2019 წლის 11 დეკემბერის (#32587 07) ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის ბიუჯეტის ოთხ მუხლში თანხა შემცირდა.
ესენია:
დასუფთავების ღონისძიებები – 17 500 ლარით;
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია – 19 300 ლარით;
პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია – 5 700 ლარით;
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 23 000 ლარით;
სულ ჯამში 65 500 ლარი, გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას მოხმარდება.
გარდა ამისა, ცვლილება შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარების მუხლს, აქედან 1 700 ლარი, ხოლო აწყურში განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების თანადაფინანსების მუხლიდან 3 600 ლარი ახალშობილების ერთჯერადი დახმარების მუხლში გადაიტანეს, ჯამში – 5 300 ლარი.
აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილმა სულ შეადგინა 25 785 400 ლარი, გადასახდელების ნაწილმა კი მთლიანობაში – 31 330 700 ლარი.