„შმაქსის“ მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ.
ისინი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, 80-მდე „შმაქსის“ მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ „შმაქსის“ მძღოლობა ჯარიმდებოდა.
როგორც „შმაქსის“ მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.
ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი “ჩუმად დააკორექტირა”, რომლის მიხედვითაც ახლა ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება.
ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ.
“ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ჰგავს TAX-ის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმAXI-ისტებს. ვითხოვთ, პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას”, — აცხადებს ჯაფარიძე.