ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილება შტატის დამატებას ითხოვს

810

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი ზამირა ღადუა განათლების განყოფილებისთვის ერთი შტატის დამატება ითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. 

როგორც მან საკრებულოს დარბაზში წლის შემაჯამებელი ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა, შეუძლებელია სამმა თანამშრომელმა გააგრძელოს იმ რეჟიმში მუშაობა, როგორშიც წელს მოუწიათ.

მისი თქმით, განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური დღეში 10 განცხადებას იღებს და აქედან 8 განათლების განყოფილებაზე მოდის.

მან საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას უთხრა, რომ შტატის გაზრდის საკითხს დააყენებს მერიაში. მას შემდეგ კი რაც საკრებულოში შემოვა საკითხი, დეპუტატებისგან მხარდაჭერა ითხოვა.

მამუკა წოწერიას თქმით, კარგი იქნებოდა მერიას რეორგანიზაციისას გაეთვალისწინებინა ეს მოთხოვნა. მისივე სიტყვებით, არც ახლაა გვიანი და შესაძლებელია „გადალაგება“.