ზუგდიდში, სასაფლაოების მიწის რესურსი თითქმის ამოიწურა. განაცხადა “კეთილმოწყობის ცენტრის” ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ, ა(ა)იპ-ის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე.
მისი თქმით, ძირითადად მიწის სიმწირე გვხვდება ქალაქის ტერიტორიაზე. მან “ლაივპრესს” უთხრა, რომ დეფიციტი ჯერ არ აქვთ, თუმცა მომავალი წლიდან გაჩნდება. ამიტომაც, შეიძენენ მიწას სასაფლაოების გამოსაყოფად.
აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამაც გაამახვილა. მანვე ისაუბრა სასაფლაოების შემოღობვის საკითხზეც.
სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 186 სასაფლაოა. ქალაქში ექვსი, დანარჩენი კი სოფლებში.