ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მოვლისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად 155 ათასი ლარი გამოიყო

460

წინა სტატია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი ტენდერი გამოაცხადა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მოვლისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად. ერთი ტენდერი, ორი ძარიანი ტრიციკლის და ერთი კომპაქტური დამტვირთველის მიწოდებას გულისხმობს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 127 ათასი ლარია.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მის ფარგლებში იგეგმება თითო ხელის მიწის ბურღის, მაღალი წნევით სარეცხის, კულტივატორის, გაზონის ორი საკრეჭი მანქანის, ამდენივე ელექტრო კულტივატორის და კიბის, სამი ჯაჭვური ხერხის, ელექტრო მჭრელის, მექანიკური მოსაგველი მანქანის, მრავალფუნქციური კიბის შეძენა.

იყიდიან ასევე ოთხ შესაწამლ აპარატს, ბუჩქის ხუთ საკრეჭ მანქანას, ამდენივე სათიბს, ფოთლების შესასრუტ ან გამფანტველს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 ათას ლარს შეადგენს.

მიწოდება ორივე შემთხვევაში, კონტრაქტის გაფორმებიდან, 50 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტისთვის. სწორედ ამ თანხის ნაწილი ხმარდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის აღჭურვილობის შეძენას.

ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია დასრულებულია. როგორც “ლაივპრესს” “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში” განუცხადეს, ამ ეტაპზე გადმობარების სამუშაოები რჩება, რის შემდეგაც, წლის ბოლომდე ბაღი ოფიციალურად უნდა გაიხსნას.

ბაღში შესვლის სავარაუდო ფასებიც უკვე განსაზღვრულია.