ბათუმში, ზუბალაშვილის 38 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა

574

ბათუმში, ზუბალაშვილის 38 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ სიუჟეტი ტვ25-მა გააკეთა.

შეიცვალა შენობის იატაკი და ჭერი. დამონტაჟდა ახალი ელექტროგაყვანილობა. ასევე რეაბილიტაცია  შენობის შიდა კედლებსა და გარე ფასადსაც ჩაუტარდა. ამასთან, შენობის ეზოში დაზიანებული ფილების აღდგენაც განხორციელდა.

პროექტის ღირებულება 451 ათას 548 ლარს შეადგენს.