ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის 30-მდე ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად არის აღდგენილი.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და მშენებლობისთვის მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 14 084 824 ლარი, ხოლო სამუშაოების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 386 645 ათასი ლარი გამოიყო.