მეწყერის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ასახლებას 166 ოჯახი საჭიროებს

569

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერის შედეგად 450 ოჯახია დაზარალებული. ასახლებას აქედან 166 საჭიროებს. განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე. მისი თქმით, 2013 წლიდან, მთავრობამ დაიწყო მაღალი ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. შედეგად, ახალი ფართი 33-მა ოჯახმა უკვე მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. 

თენგიზ შანავას თქმით, მეწყრის პრობლემა ძირითადად 12 სოფელში აქვთ. განსაკუთრებით ყულიშკარსა და ჯიხაშკარში. მან “ლაივპრესს” უთხრა, რომ ასახლებულ ოჯახთა უმეტესობას ფართი მეზობელ სოფელში, იშვიათად კი სხვა მუნიციპალიტეტში გამოუყვეს.

საქართველოს გარმოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგთა ჯგუფმა, მიმდინარე წელს 33 ოჯახი შეამოწმა. კატეგორია მიენიჭა 27-ს. მათ შორის პირველი კატეგორია 8-ს. შესაბამისად, ეს რვა ოჯახი ასახლებას ექვემდებარება. მათგან ექვსზე 500 ლარიანი დახმარება გაიცა, ორზე კი შემდგომში გაიცემა. ექვს ოჯახს არ მიენიჭა კატეგორია.