დღეს პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორისაა, ინიციატივა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას და საბოლოოდ დარეგულირებას , – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მისი თქმით, პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
,,სამუშაოები უკვე 2023 წელს დაიწყება, რისთვისაც 100 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.