ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არასრულადაა დეკლარაციაში ასახული.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის კომენტირებისას განუცხადა, კვლევას არ გაცნობია, თუმცა არ ეთანხმება კვლევის შედეგს, რომ არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.
„არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან, 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.