2019  წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე 4,2 მლნ ლარი დაიხარჯა

661

2019  წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად განხორციელდა. რეაბილიტირდა სოფელ სნოს, სიონის, ფანშეტისა და არშის შიდა გზები.

დაბა სტეფანწმინდაში განხორციელდა და მიმდინარეობს ჩიხებისა და ორმოულების შეკეთების სამუშაოები.

დასრულების ეტაპზეა სოფელ აჩხოტის წყაროს კაპტაჟის, სამარაგო რეზერვუარისა და სატუმბის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 100 ტონიანი რეზერვუარის მონტაჟი უკვე დასრულდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას სოფელ ხურთისში, მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სათავე და გამწმენდი ნაგებობები.

აღნიშნული პროექტების შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4.2 მილიონ ლარს აღემატება.

ალექსანდრე ზაგაშვილმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და მოადგილე, დავით ქირიკაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ყაზბეგის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა ინფრასტრუქუტურული სამუშაოები ხარისხიანად და პროექტით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.