აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მის ნაცვლად თანამდებობაზე ომარ ბგანბა დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან დღემდე გულრიფშის ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
თემურ ნადარაია გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წელს დანიშნა. ის არის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ვეტერანი. „სამხედრო დამსახურებისთვის“ დაჯილდოებულია ლეონის ორდენით.